რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მთავარი ლოზუნგია "სისტემა უნდა დაინგრეს!". იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ ვითარდება მოვლენები ბოლო დღეების განმავლობაში
საზოგადოების მასობრივი საპროტესტო აქციები საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაიწყო. სასამართლომ დაადგინა, რომ გასული წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძე ორ ეჭვმიტანილიდან არცერთს არ მოუკლავს. მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი თანამოაზრეები პროკურატურასა და მთავრობას დანარჩენი დამნაშავეების შეფარებაში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეები რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტის წინ მიტინგებს მართავენ და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.