ბორცვაძე: დავადგენთ ყველას, ვინც სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედება მოახდინა

ხორავას ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
Sputnik

„არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გარკვეული პირები გამოძიების ვერსიის დანგრევას და გარკვეული პირებისთვის პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობდნენ" — განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ბორცვაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბორცვაძის განმარტებით, გამოძიების მიზანია, დაადგინოს ის პირები, რომლებიც მუდმივად, ფარულად ცდილობდნენ ფაქტების დამახინჯებას და ფინანსური თუ სხვა გავლენების გამოყენებით სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედებას.