რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია – საპროტესტო აქცია გრძელდება

პროკურატურის მიერ 16 წლის მოსწავლეების მკვლელობის გამოძიებით აღშფოთებულმა მოსახლეობამ რუსთაველის გამზირი გადაკეტა
Sputnik

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. ერთ–ერთი მოკლულის, ზაზა სარალაძის მამის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილი გადაკეტეს.

საპროეტესტო აქციაზე შეიკრიბნენ ახალგაზრდები, პოლიტიკოსები, თუმცა, მათ სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ, რათა აქციის პოლიტიზირება არ მოხდეს. სიტყვით გამოდიან მხოლოდ მოკლული მოზარდის ოჯახის გულშემატკივრები და ასევე ისინი, ვისი ახლობლებიც მოკლეს და მოკლულის ოჯახები პროკურატურას არაობიექტურ გამოძიებაში ადანაშაულებენ.

Многотысячная акция протеста на проспекте Руставели у здания парламента

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე აქციაზე სამი პირი  წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. 

მეორე დღეა პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავს ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე.

Многотысячная акция протеста на проспекте Руставели у здания парламента

პირველი ინსტანციის სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი გუშინ გამოაცხადა, რასაც თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციებს მრავალი ათასი ადამიანი შეუერთდა, მათ შორის სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წელი და 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს — 9 წელი და 9 თვე.

Многотысячная акция протеста на проспекте Руставели у здания парламента

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დათო სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.