„ჩვენ უკვე გამოვითხოვეთ მასალები შესასწავლად, რათა დავადგინოთ გამოძიების მიმდინარეობის დროს რა კითხვები შეიძლება ყოფილიყო და რა შეიძლებოდა სხვაგვარად გაეკეთებინა პროკურატურასა და გამოძიებას“ — განაცხადა ლომჯარიამ.
ლომჯარიას განმარტებით, ომბუდსმენის აპარატი სასამართლო პროცესებს პირველივე დღიდან ესწრებოდა, თუმცა საქმის მასალებზე, დასკვნებზე, დაკითხვის ოქმებზე მათ აქამდე წვდომა არ ჰქონდათ.