საყვარელიძე: შეიძლებოდა ჩემი შვილის მკვლელისთვის პატიმრობა უფრო მეტი წლით მიესაჯათ

გასული წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის ლევან დადუნაშვილის დედამ ნათია საყვარელიძემ, სასამართლოს განაჩენზე კომენტარი გააკეთა.
Sputnik

„ხორავას ქუჩის ტრაგედიას არ ჰყავს არც დაზარალებული და არც დამნაშავე. აქ ჩვენ ყველანი დაზარალებულები ვართ“ განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედამ, ნათია საყვარელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საყვარელიძის განმარტებით, შესაძლებელი იყო, რომ მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულისთვის პატიმრობა უფრო მეტი წლით მიესაჯათ.