ავტოავარიას ქუთაისში მსხვერპლი მოჰყვა

თვითმხილველების განცხადებით, ახალგაზრდა გადასასვლელზე იმ დროს გადადიოდა, როდესაც ქვეითად მოსიარულეთათვის მოძრაობა აკრძალული იყო.
Sputnik

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცს ტრაილერი დაეჯახა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

თვითმხილველების განცხადებით, ახალგაზრდა გადასასვლელზე ქვეითთა მოძრაობის ამკრძალავი ნიშნის დროს გადადიოდა.

მომხდართან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ–ის მუხლით, რომელიც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.