პირდაპირი ჩართვა: საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე გრძელდება

Sputnik

გუშინ საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებით. გარდაცვლილთა მშობლები უკმაყოფილო არიან სასამართლოს გადაწყვეტილებით და საპროტესტო აქციას მართავენ პარლამენტის შენობასთან. მომიტინგეების მოთხოვნები ნაწილობრივ შესრულებულია, ირაკლი შოთაძე გადადგა, თუმცა მომიტინგეები მის დაკავებას და საქმეში ჩართული ყველა პირის გადადგომას მოითხოვენ