ქართველი მოსწავლეები აზერბაიჯანში ავტოავარიაში მოხვდნენ

გორის ერთ–ერთი სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ბაქოში ექსკურსიაზე მიდიოდნენ, ავარიის შედეგად დაშავდნენ
Sputnik

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik.  გორის ერთ–ერთი სკოლის 20–მდე მოსწავლე აზერბაიჯანში ავტოავარიაში მოხდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მოსწავლეები ბაქოში ექსკურსიაზე ავტობუსით მიემგზავრებოდნენ. ავარიის შედეგად ათამდე ადამიანი დაშავდა, რომლებსაც სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ მიღებული.