სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალა, თუ როგორ დახვდნენ სომხეთის მთავრობის ახალ ხელმძღვანელს თბილისში.
ფაშინიანი თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ოთხშაბათს ჩამოვიდა. ის სომხეთის პრემიერ-მინისტრად 8 მაისს აირჩიეს. მანამდე კი სომხეთში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. ხალხი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის მთავრობის მეთაურად დანიშვნის წინააღმდეგ გამოდიოდა.