დღეს საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებით. გარდაცვლილთა მშობლები უკმაყოფილო არიან სასამართლოს გადაწყვეტილებით და საპროტესტო აქციას მართავენ რუსთაველის გამზირზე. მომიტინგეები მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.