წამზომი ჩაირთო: ყველა პირი პასუხისგებაში უნდა მიეცეს - პირდაპირი ეთერი აქციიდან

Sputnik

დღეს საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებით. გარდაცვლილთა მშობლები უკმაყოფილო არიან სასამართლოს გადაწყვეტილებით და საპროტესტო აქციას მართავენ პროკურატურასთან. მომიტინგეების მოთხოვნები ნაწილობრივ შესრულებულია, ირაკლი შოთაძე გადადგა, თუმცა მომიტინგეები მის დაკავებას და საქმეში ჩართული ყველა პირის გადადგომას მოითხოვენ.