პირდაპირი ჩართვა: მომიტინგეთა მოთხოვნის შედეგად ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა

Sputnik

დღეს საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებით. გარდაცვლილთა მშობლები უკმაყოფილო არიან სასამართლოს გადაწყვეტილებით და საპროტესტო აქციას მართავენ პროკურატურასთან. მომიტინგეების მოთხოვნები ნაწილობრივ შესრულებულია, ირაკლი შოთაძე გადადგა, თუმცა მომიტინგეები მის დაკავებას მოითხოვენ.