ლედი გაგა ქართველი დიზაინერის ლაბადაში გამოეწყო

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ამერიკელი მომღერალი ლედი გაგა ქართველი დიზაინერის სამოსს ირჩევს.
Sputnik

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ამერიკელი პოპ-დივა ლედი გაგა კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქართველი დიზაინერის თამუნა ინგოროყვას სამოსში.

Леди Гага в плаще от грузинского дизайнера Тамуны Ингороква

ამჯერად ლედი გაგამ ბრენდის Tamuna Ingorokva ლაბადა აირჩია. დიზაინერი მას New York Fashion Week-ისა და Style Fashion Week-ის არტ-დირექტორმა დიმიტრი ჩხეიძემ გააცნო. სწორედ მისგან გაიგო მომღერალმა ბევრი რამ საქართველოს შესახებ.

სელენა გომესი მეჯლისზე ქართველი დიზაინერის კაბით გამოჩნდა

უფრო ადრე პოპ-დივა არა მარტო ინგოროყვას, არამედ ავთანდილ ცქიტიშვილის სამოსშიც გამოეწყო.

რაც შეეხება ჩხეიძეს, ის ლედი გაგამ აშშ-ში Brandon Maxwell-ის ჩვენებაზე გაიცნო. მომღერალმა ის დახურულ საღამოზე მიიწვია.

ინგოროყვას სამოსი პოპულარულია ასევე Victoria's Secret-ის ერთ-ერთი „ანგელოზის", ნიდერლანდელი მოდელის დაუტცენ კრუსის გარდერობში, ხოლო მსოფლიოში ცნობილ ფოტომოდელ ედიტა ვილკევიჩუტეს ინგოროყვას სამოსი ქორწილის დღეს ეცვა.