„ბევრი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 50%-იანი საპროცენტო განაკვეთის პირობებში ფუნქციონირებას ვერ შეძლებს, რადგან ეს მათი შემოსავლების განულების ტოლფასია და არც ერთ კომპანიას ეს არ უღირს", — აღნიშნა დავით კიკვიძემ „Sputnik—საქართველოსთან“ საუბრისას.
საქართველოს მთავრობა აპირებს დაადგინოს წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ლიმიტი 50%-ის დონეზე. ახლა ეს მაჩვენებელი 100%-ია. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კრედიტზე — ესაა განაკვეთი, რომელშიც გათვალისწინებულია აუცილებელი ფინანსური ხარჯები დროის განსაზღვრულ პერიოდში, მათ შორის საკომისიო, დაზღვევის გადასახადი, საურავი და ჯარიმები. 2018 წლის იანვრიდან ეს განაკვეთი წლიურ 100%-ს არ უნდა აჭარბებდეს.