ბახტაძე: საქართველოს 630 ათასი მოქალაქე „შავ სიაშია“

ჭარბვალიანობა სიღარიბის ერთ-ერთი მიზეზი გახდა, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
Sputnik

„630 ათასი ჩვენი მოქალაქე, მათ შორის ჭარბვალიანობის ზრდის გამო, მოექცა შავ სიაში და ამ ადამიანებს ეკონომიკური ცხოვრება რეალურად შეეზღუდათ“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მინისტრის თქმით, ეს ადამიანები საზოგადოების ეკონომიკურად აქტიური ნაწილია და ეს საერთო ჯამში ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.