ბანაობა ნებადართულია: თბილისის წყალსაცავების სისუფთავე შეამოწმეს

სპეციალისტები წყლის ხარისხს დედაქალაქის დასასვენებელ ადგილებზე მთელი ზაფხულის სეზონის განმავლობაში შეამოწმებენ.
Sputnik

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. თბილისის წყალსაცავებში წყლის ხარისხი ნორმებს შეესაბამება, ნათქვამია გარემოს დაცვის სააგენტოს განცხადებაში.

ამჟამად თბილისში სამი ბუნებრივი და ხელოვნური წყალსაცავია პლაჟებით: თბილისის წყალსაცავი, კუს ტბა და ლისის ტბა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნულია, მაისში ჩატარებული ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევების შედეგების მიხედვით, თბილისის წყალსაცავში, კუს ტბასა და ლისის ტბაში წყლის დაბინძურება არ დაფიქსირდა.

Проверка качества воды на озере Лиси

სპეციალისტების მიერ აღებულ წყლის სინჯებში ტემპერატურა, pH, გახსნილი ჟანგბადი, ელექტროგამტარობა და მარილიანობა განისაზღვრა; 20 ქიმიურ და 3 მიკრობიოლოგიურ პარამეტრზე კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში განხორციელდა.

სააგენტოს სპეციალისტები საბანაო სეზონზე — მაისიდან სექტემბრის ჩათვლით წყლის მონიტორინგს თბილისის წყალსაცავებში რეგულარულად ატარებენ.