ვიდეოთამაში „ფინანსური ფეხბურთი“ უკვე საქართველოშია

მოთამაშე მეტოქის კარისკენ მიიწევს, რათა გოლი გაიტანოს და ამ დროს პირადი ფინანსების მართვის სფეროში მისი ცოდნა მოწმდება.
Sputnik

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და საერთაშორისო გადახდების სისტემამ Visa „ფინანსური განათლების წლის" ფარგლებში საზოგადოებას „ფინანსური ფეხბურთის" ვიდეოთამაშის ქართული ბაზრისთვის ადაპტირებული ვერსია წარუდგინეს, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

„ფინანსური ფეხბურთი" ინტერაქტიული ონლაინ-თამაშია, რომელიც გათვლილია როგორც ბავშვებსა და მოზარდებზე, ისე ზრდასრულ თაობაზე და პირადი ფინანსების მართვის ძირითადი პრინციპების სწავლებას ემსახურება.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებელთა ინტერესებს დაიცავს

მოთამაშე მეტოქის კარისკენ მიიწევს, რათა გოლი გაიტანოს და ამ დროს პირადი ფინანსების მართვის სფეროში მისი ცოდნა მოწმდება. თამაშის წინ მოთამაშე ოთხ შემსწავლელ მოდულს გაეცნობა.

თამაშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორების წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საერთაშორისო საგადახდო სისტემა Visa-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

მემორანდუმის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ ითანამშრომლონ ქვეყანაში ფინანსური განათლების ამაღლების მიმართულებით, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მემორანდუმს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა და VISA CEMEA-ს რეგიონის სამთავრობო ურთიერთობების განყოფილების ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ მარკესმა მოაწერეს ხელი.

ჯიბის მონსტრებისა და ხოჭოების მბრძანებელი და მსოფლიოს მპყრობელი პოკემონები >>

„ფინანსური ფეხბურთი" FIFA-ს მსოფლიო თასის ბრენდის ქვეშ შემუშავებული თამაში და ამავე დროს Visa-ს ინოვაციური საერთაშორისო ინიციატივის ნაწილია,  რომლის მიზანსაც პირადი ფინანსების მართვის შესახებ ცოდნის ამაღლება წარმოადგენს. 

დღეისათვის „ფინანსურ ფეხბურთს" 5 მილიონზე მეტი ადამიანი თამაშობს და ის 42 ქვეყანაში, 16 ენაზე არის ხელმისაწვდომი. ქართულენოვანი „ფინანსური ფეხბურთის" თამაში უფასოა და ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

„ფინანსური ფეხბურთის" პრეზენტაციის ოფიციალური მედია-პარტნიორები არიან „BMG ბიზნეს-მედია საქართველო“ და გამოცემა The FINANCIAL.