„გალის რაიონიდან ვარ. ყოველთვის ვამბობდი, რა იქნებოდა, მარტივი ბავშვობა მქონოდა? დღევანდელი გადმოსახედიდან, რომ არა ეს ყველაფერი, რაც გამოვიარე, ალბათ ადვილად დავნებდებოდი გერმანიაშიც. ჩემ ცხოვრებაში ბევრი რა შეიცვალა. ჩემ მშობლიურ მხარეში ისეთი ამაყები არიან… მინდა კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწიო, რათა მათ მივცე სტიმული. გერმანელები ჩემზე ამბობენ, ცოტა გიჟი მომღერალი, ნათია თოდუა საქართველოდანო“, – ამბობს თოდუა.
ქართველი მომღერალი ნათია თოდუა გერმანული მუსიკალური შოუ Voice-ის 2017 წლის გამარჯვებული გახდა. გერმანულ Voice-ში მონაწილეობამდე ნათიამ 2014 წელს მონაწილეობა მიიღო ქართულ X-Factor-ში, ხოლო 2015 წელს – უკრაინულში. ორივე პროექტში ნათია გამორჩეული იყო.