არალეგალმა მიგრანტმა საფრანგეთში ბავშვი გადაარჩინა: თვითმხილველის კადრები

Sputnik

მალის მოქალაქეს, რომელმაც ოთხი წლის პარიზელი ბიჭუნა სიკვდილს გადაარჩინა, საფრანგეთის მოქალაქეობა მიენიჭება და მაშველთა სამსახურში ჩაირიცხება, იუწყება ტელეარხი BFMTV პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებაზე დაყრდნობით.

მამუდუ ჰასამი, რომელიც საფრანგეთში საბუთების გარეშე იმყოფებოდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც 26 მაისის საღამოს პარიზში ბავშვი გადაარჩინა. მამუდუმ შემთხვევით შენიშნა, რომ ოთხი წლის ბიჭუნა მეხუთე სართულის აივნის პარაპეტზე იყო გადმოკიდებული და ჩამოვარდნას აღარაფერი უკლდა. ახალგაზრდა კაცი რამდენიმე წამში აძვრა მეხუთე სართულზე და ბავშვი დაღუპვას გადაარჩინა. 

ბავშვის გადამრჩენელს საფრანგეთის მოქალაქეობა და სამსახური მისცეს - ვიდეოკადრები

ინციდენტის ამსახველი კადრები, რომელიც ასევე შემთხვევით გამვლელმა გადაიღო და სოციალურ ქსელებში გაავრცელა, მილიონობით მომხმარებელმა ნახა. 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ორშაბათ დილით შეხვდა მამუდუ ჰასამს და მადლობა გადაუხადა მამაცობისთვის და საპატიო სიგელი გადასცა. 

როგორც ფრანგული გაზეთი Parisien-ი წერს, ინციდენტის შემდეგ ბავშვის მამა, რომელმაც მცირეწლოვანი შვილი უყურადღებოდ დატოვა, დააკავეს. დედა იმ დროისთვის პარიზში არ იმყოფებოდა.