ჩოხატაურში გაუჩინარებული გოგონა ოჯახს დაუბრუნდა

გოგონას ოჯახი მისი გაუჩინარების დეტალებზე კომენტარს არ აკეთებს.
Sputnik

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხმაში 13 წლის დაკარგული მოზარდი იპოვეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს” კორესპონდენტი სოფლის სკოლის დირექტორზე დაყრდნობით.

13 წლის გოგონას სამართალდამცველები და ოჯახის წევრები დღეს დილიდან ეძებდნენ.

ჩოხატაურში 13 წლის გოგონა დაიკარგა

სოფელ ფარცხმის სკოლის დირექტორმა, ეთერ წილოსანმა განაცხადა, რომ დაკარგული გოგონა ერთი საათის წინ იპოვეს.

„Sputnik-საქართველოს” კორესპონდენტს შსს-ში დაუდასტურეს, რომ გოგონა ოჯახს უვნებელი დაუბრუნდა და თავს კარგად გრძნობს.

გოგონას ოჯახი მისი გაუჩინარების დეტალებზე კომენტარს არ აკეთებს.