"ნუ მომკლავ": ათასობით ადამიანი თბილისში ძალადობას აპროტესტებდა

Sputnik

პარლამენტის შენობასთან მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა ლოზუნგით "ნუ მომკლავ". იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ გამართეს ფართო საზოგადოების წარმომადგენლებმა დიდი საპროტესტო აქცია.

პარლამენტთან გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის ორგანიზატორიც ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე იყო. დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე, №51 სკოლის მახლობლად მომხდარ სისხლიან გარჩევას შეეწირნენ. ერთ-ერთი მოკლულის მამა — ზაზა სარალიძე გამოძიების ობიექტურად ჩატარებას მოითხოვს.

აქციის ლოზუნგმა "ნუ მომკლავ" ათასობით ადამიანი გააერთიანა. საპროტესტო აქციაზე იყვნენ საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, პოეტები, მწერლები, მსახიობები, მომღერლები, სპორტსმენები, რომლებმაც სოლიდარობა გამოუცხადეს სარალიძეების ოჯახს. ხალხის დიდი რაოდენობის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გარკვეული დროით შეწყდა.