საიათნოვას ხსოვნას: თბილისში დიდი პოეტის დღე აღნიშნეს

Sputnik

ვახტანგ გორგასლის მოედანზე თბილისელ სახალხო პოეტს საიათნოვას კონცერტი მიუძღვნეს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ წარდგნენ სხვადასხვა შემოქმედებითი კოლექტივების წევრები მაყურებლის წინაშე.

საიათნოვას ხსოვნის დღეს თბილისში ტრადიციულად გაიმართა "ვარდატონის" ფესტივალი. როგორც „Sputnik-საქართველოს“ "ქართველ სომეხთა კავშირის" წარმომადგენელმა მარი არაქელოვამ განუცხადა, დღესასწაული 100-ზე მეტ წელს ითვლის.

ღონისძიება გამართა "ქართველ სომეხთა კავშირმა" თბილისის მერიის, საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტროს, სომხეთის საელჩოს და სომხური ეპარქიის მხარდაჭერით. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო“ 2018 წელს "ვარდატონის" საინფორმაციო პარტნიორი იყო.