ჩოხატაურში 13 წლის გოგონა დაიკარგა

სამძებრო ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხმაში 13 წლის მოზარდს ეძებენ,  იუწყება „Sputnik-საქართველოს” კორესპონდენტი.

არსებული ინფორმაციით, გოგონა დღეს დილიდან  გაუჩინარდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში „Sputnik-საქართველოს“ განუცხადეს, დაკარგულის საპოვნელად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით („თვითმკვლელობამდე მიყვანა“) დაიწყო.