„საერთო ვაზის, ყურძნის თემა ქართველისთვის განსაკუთრებულია, ამიტომ გადავწყვიტე, ეს თემა ჩემს შემოქმედებაშიც ასახულიყო. მახსოვს, პაპა როგორი სიყვარულით უვლიდა ვაზს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმბოლოსაც წარმოადგენს“- განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ მარიამ თუშიშვილმა.
მარიამ თუშიშვილი- მხატვარი, მოხატული აქვს ბევრი ობიექტი, გატაცებულია მინანქრით, 2016 წელს,,ეთნო ფესტის“ გრან-პრის მფლობელი და გამარჯვებული გახდა. ხშირად იღებს მონაწილეობას, გალერეა „ორნამენტის“ მიერ ჩატარებულ გამოფენებზე.