ირმა თოდრია: „ანას სამყაროს მხოლოდ ფერებით აღიქვამს“

ირმა თოდრია- ანა ჭყონიას დედა, საუბრობს შვილზე, რომელსაც სმენის პრობლემები აქვს და ხატვის ნიჭი აღმოაჩნდა და ბათუმში დაამთავრა სპეციალური სამხატვრო სკოლა.
Sputnik

„ანა ბავშვობიდან ყოველთვის ხატავდა, ხან ფრჩხილის ლაქით, ხან ფანქრით კედლებზე, სამხატვრო სტუდიაში მისი პედაგოგი, ავთო ბოლქვაძე, რომელსაც მის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის“- განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ირმა თოდრიამ.

ირმა თოდრია- თვითნასწავლი ნორჩი მხატვრის, ანა ჭყონიას დედა. ანის ბევრ გამოფენაში აქვს მიღებული მონაწილეობა. სულ ახლახან ბათუმში გამოიცა შშმ პირებზე წიგნი, რომელიც ანა ჭყონიამ მოხატა.