თუშეთში ალაზანში შუახნის მამაკაცი დაიხრჩო

გარდაცვლილი კომპანია „გერალის" თანამშრომელი იყო, რომელიც გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდა.
Sputnik

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. თუშეთის გზის დამეწყრილ მონაკვეთზე 60 წლამდე კაცი წყალში გადავარდა და დაიხრჩო, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

შემთხვევა დღეს ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე მოხდა, სადაც 7 მაისს კლდოვანი მასა ჩამოიშალა, გზა გადაიკეტა და წყალი დაგუბდა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი კომპანია „გერალის" თანამშრომელი იყო, რომელიც გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდა. 

სამყაროს მოწყვეტილები: თუშეთისკენ მიმავალ გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა

ახმეტის მერის იოსებ თარუმაშვილის თქმით, მძღოლმა სატვირთო მანქანა მეწყერსაშიშ ადგილზე გააჩერა, რა დროსაც გზა ჩაიშალა და მძღოლი წყალში გადავარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

თუშეთის გზაზე მეწყერი განმეორებით 22 მაისს ჩამოწვა. გზაზე ჩამოწოლილი მეწყრული მასის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია, იქ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

The Guardian-მა თუშეთს სამოთხე უწოდა >>

თუშეთის გზა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა საქართველოში. ის გახსნილია მაისიდან ოქტომბრამდე, დანარჩენ თვეებში უხვი თოვლის გამო გაუვალი ხდება. ეს ერთადერთი გზაა, რომელიც თელავის რაიონს მაღალმთიან სოფელ ომალოსთან აკავშირებს. მისი სიგრძე 72 კილომეტრს შეადგენს.