მსოფლიო ქვეყნების ლიდერებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს

მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პრეზიდენტებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს
Sputnik

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. მსოფლიო ლიდერებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი მიულოცეს.

26 მაისს საქართველომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო დღესასწაული — ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი აღნიშნა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოსალოცი წერილი გამოგზავნა, რომელშიც აღნიშნა, რომ საფრანგეთი საქართველოს მხარს ყოველთვის დაუჭერს.

ელისაბედ მეორე საქართველოს დამოუკიდებლობას ულოცავს

„გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს თქვენ და მთელ ქართველ ხალხს და გულმხურვალედ გისურვებთ ბედნიერებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო საფრანგეთის მეგობრული განწყობა თქვენი ქვეყნისადმი და ჩემი მისწრაფება, მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდეს ძმური ურთიერთობები ჩვენს ხალხებს შორის“, — მიწერა მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მიულოცა.

ქართველმა წვევამდელებმა და რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს

„თქვენ და საქართველოს მოქალაქეებს ჩემი თანამემამულეების სახელით და პირადად მე გულითადად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს — 26 მაისს. წელს ეს დღესასწაული თქვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულია, რადგან სწორედ, წელს სრულდება 100 წელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან. გერმანია და საქართველო ძალიან დიდი ხანია მეგობრულად და მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი, რაშიც ასევე წვლილი მიუძღვით გერმანელ ემიგრანტებს, რომლებიც 200 წლის წინ თქვენს ქვეყანაში ჩამოვიდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ წარმატებით გავაგრძელებთ მოღვაწეობას ჩვენი ბრწყინვალე ურთიერთობების გაღრმავებისთვის პოლიტიკის, ეკონომიკისა თუ კულტურის სფეროებში“, — ნათქვამია გერმანიის პრეზიდენტის მილოცვის წერილში.

ისტორიული დღე: მსოფლიო ლიდერებმა საქართველოს თბილისიდან მიულოცეს >>

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მილოცვაში ნათქვამია, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა დღეს პატივისცემისა და ნდობის საფუძველზე წარმატებით ვითარდება.

„ბრწყინვალე ქართული კულტურა და სტუმართმოყვარეობის მდიდარი ტრადიციები თბილ გამოხმაურებას პოულობს ბელარუსებში და ისინი კეთილგანწყობილნი არიან თქვენი მშვენიერი ქვეყნისადმი“, — დაწერა ლუკაშენკომ.

დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს ჩინეთს სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ცზინპინმა.

„ჩემი სახელით, ჩინეთის მთავრობისა და ხალხის სახელით გულითადად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და თქვენსა და მეგობარ ქართველ ხალხს ყველაფერ საუკეთესოს  გისურვებთ“, — ნათქვამია ჩინეთის ლიდერის მისალოც წერილში.

პირველი პირების გარდა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ, სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებმა, პარლამენტის თავმჯდომარეებმა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა მიულოცეს.