იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

33 წლის მამაკაცი იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც ერთ-ერთი სახლის კარის გაღებას ცდილობდა.
Sputnik

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. იტალიაში ბინის გაქურდვის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დაკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

14 ბინის ძარცვისთვის ესპანეთში ქართველები დააკავეს

იტალიური მედიის ცნობით, ფლორენციასთან ახლოს მდებარე ფუჩეკიოს რაიონში 33 წლის მამაკაცი იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც ერთ-ერთი სახლის კარის გაღებას ცდილობდა.

არსებული ინფორმაციით, პოლიცია მეზობელმა გამოიძახა. დაკავებულის პირადობის მოწმობის გადამოწმების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ის ქურდობისთვის ერთხელ უკვე იყო დაპატიმრებული. პოლიციის ცნობით, მან თებერვალში პენსიონერის სახლი გაქურდა და სამართალდამცველებმა დააკავეს. 

მოქალაქე წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.