თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

Sputnik

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თბილისში  კონცერტები, გამოფენები და სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ ტარდებოდა საზეიმო ღონისძიებები

ათასობით თბილისელმა და ქალაქის სტუმარმა მოიყარა თავი რუსთაველზე 26 მაისს, სადაც დღის განმავლობაში ღია ცის ქვეშ იმართებოდა მრავალრიცხოვანი ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნებოდა.