საქართველომ აღნიშნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო დღესასწაული — ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავი. იხილეთ საზეიმო ღონისძიებების ფოტოები, რომლებიც ქალაქის ცენტრში იმართებოდა
დილიდან დედაქალაქსა და ქვეყნის რეგიონებში საზეიმო ღონისძიებები იმართებოდა. თბილისში განსაკუთრებით მრავალფეროვანი პროგრამა წარმოადგინეს. ღონისძიებების ძირითადი ნაწილი დღეს რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე გაიმართა.