საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი დააკავეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია
Sputnik

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩაჩუა გუშინ ღამით საკუთარ სახლში დააკავეს. მის სახლში მარიხუანა აღმოაჩინეს.

დაკავებულია რუსეთის მოქალაქე: პოლიციამ 1709 სამალავიდან ნარკოტიკი ამოიღო

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ დაადასტურა აღნიშნული ინფორმაცია და განაცხადა, რომ ჟურნალისტის დაკავება არ უკავშირდება მის პროფესიულ საქმიანობას.

„მე მთელი დღე რუსთაველის გამზირზე ვიყავი და გავრცელდა ინფორმაცია, რომ დააკავეს, მაგრამ რასთან დაკავშირებით დააკავეს, არ ვიცი. მას ტელეფონი აქვს გათიშული“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

ამ ეტაპზე ნოდარ ჩაჩუას დაკავების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს.