ელისაბედ მეორე საქართველოს დამოუკიდებლობას ულოცავს

საქართველოში 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავს ზეიმობენ
Sputnik

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე ულოცავს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოზე დაყრდნობით.

 საქართველოში 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლისთავს ზეიმობენ.

Twitter-ის გვერდზე ნათქვამია, რომ ელისაბედ მეორემ წერილი პრეზიდენტ მარგველაშვილს სახელზე გამოაგზავნა.

„დიდი სიამოვნებით გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, კერძოდ კი იმ წელს, როდესაც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს აღნიშნავთ. საუკეთესო სურვილებით გიერთდებით და გისურვებთ ქართველ ხალხს იღბალს და ბედნიერებას. მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ჩვენი ქვეყნების მჭიდრო ისტორიულ კავშირს და ველოდები მეგობრობის და თანამშრომლობის გაგრძელებას”, – ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს დედოფლის წერილში, რომელიც საელჩოს Facebook-გვერდზე აიტვირთა.

საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ქვეყნის დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სულ ორნახევარი წელიწადი იარსება. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღადგინა.