ვინ დაწერა მუსიკა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთვის

საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთვის სპეციალურად ხუთი ახალი მუსიკალური ნაწარმოები დაიწერა, განუცხადა ტელეკომპანია „იმედს“ კომპოზიტორმა მიშა მდინარაძემ.
Sputnik

„ხუთი კომპოზიტორი – დავით ევგენიძე, არჩილ გიორგობიანი, ნატალია ბერიძე, ნიკა მაჩაიძე და მე, თქვენი მონა-მორჩილი, შევეცდებით გამოგზაუროთ ძალიან საინტერესო ისტორიის სამყაროში“, – აღნიშნა მიშა მდინარაძემ.

მუსიკალური ნაწარმოებები პირველად საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტზე აჟღერდება. კონცერტი თავისუფლების მოედანზე 26 მაისს, საღამოს 9 საათზე დაიწყება.