რამდენ კილომეტრს გადის ელექროავტობუსი ერთი დამუხტვით

თბილისში შემოყვანილმა პირველმა ელექტროავტობუსმა ტესტირება წარმატებით გაიარა, განუცხადა თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“.
Sputnik

„ელექტროავტობუსმა ტესტირებისას ერთი დამუხტვით 230 კმ-მდე მანძილის დაფარვა შეძლო. ჩვენ შეგვიძლია ის დედაქალაქში მოქმედი მარშრუტების ნებისმიერ მონაკვეთზე ვამუშაოთ“, — აღნიშნა მამუკა მუმლაძემ.

პირველი ელექტროავტობუსი საქართველოს დედაქალაქში მაისის დასაწყისში გამოჩნდა. მან სატესტო რეჟიმში ერთი თვის განმავლობაში უნდა იმუშაოს.