ლიბიაში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, არის მსხვერპლი

უკავშირდება თუ არა აფეთქება ტერორიზმს, ჯერ უცნობია
Sputnik

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ლიბიის აღმოსავლეთით, ქალაქ ბენღაზში დანაღმული ავტომობილის აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, 20 დაიჭრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

შემთხვევის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ბენღაზი ლიბიის სიდიდით მეორე ქალაქია დედაქალაქის შემდეგ.