აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს 11 მოქალაქე შეიწყალა

აზერბაიჯანის ციხეები საქართველოს 11-მა მოქალაქემ უკვე დატოვა
Sputnik

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 600 მსჯავრდებული, მათ შორის, 11 საქართველოს მოქალაქე შეიწყალა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

საქართველოს პრეზიდენტმა 143 მსჯავრდებული შეიწყალა>>>

სახელმწიფო მეთაურმა შეწყალების აქტი აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოსცა.

შეწყალებულთა დიდი ნაწილი პატიმრობის დარჩენილი ვადის მოხდისგან, დანარჩენები კი პირობითი სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

განკარგულება ხელის მოწერისთანავე შევიდა ძალაში.