ავტოსაგზაო შემთხვევა მახინჯაურში: არიან დაშავებულები, მათ შორის ბავშვები

ექიმების განცხადებით, ერთ-ერთი მცირეწლოვანის მდგომარეობა მძიმეა.
Sputnik

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად აჭარაში, მახინჯაურში ხუთი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ავარია გუშინ, ღამით ბათუმი-ჩაქვის გვირაბთან მოხდა. ერთმანეთს ჯიპის ტიპისა და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. დაშავებულებს შორის არიან ხუთი და შვიდი წლის ბავშვები. ისინი იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი.

ავტოავარია თბილისში – ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა

ექიმების განცხადებით, ერთ-ერთი მცირეწლოვანის მდგომარეობა მძიმეა.

დანარჩენი სამი დაშავებული კი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მათგან ორი ქალი და ერთი მამაკაცია. ქალებს თავის დახურული დაზიანებები აღენიშნებათ, მამაკაცს კი ლავიწის ძვლის მოტეხილობა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით („სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია"), რაც ითვალისწინებს სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.