სომხეთის პრეზიდენტი საქართველოში პირველი ვიზიტით ჩამოვიდა

სომხეთის პრეზიდენტი და თბილისში ჩამოსული სხვა ქვეყნების ლიდერები თავისუფლების მოედანზე ქართველ ხალხს დღესასწაულს ახალწვეულთა ფიცის დადების შემდეგ მიულოცავენ
Sputnik

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი საქართველოში არჩევის შემდეგ პირველი ვიზიტით ჩამოვიდა.

სტუმარი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებებს დაესწრება. სარქისიანის გარდა, საქართველოში სადღესასწაულო ღონისძიებებს დაესწრებიან ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი, ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე, სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი ვაიდა, ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი და ლიეტუვას პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე.

საქართველოს 26 მაისს მსოფლიო ლიდერები ეწვევიან >>

სომხეთის პრეზიდენტმა უკვე გამართა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან. კვირიკაშვილმა სარქისიანს პრეზიდენტის პოსტზე არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ სომხეთი, საქართველოს მსგავსად, წელს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ესტუმრა

„ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა და ჩემს ძმებთან ერთად დიდი გამარჯვების 100 წლისთავის ზეიმი,“- განაცხადა სარქისიანმა.

მხარეებმა ქართულ-სომხური ურთიერთობების მნიშვნელობა და სხვადასხვა სფეროში მათი განვითარების მნიშვნელობა აღნიშნეს.

სარქისიანი აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა და რეგიონში არსებული სიტუაცია და ორ ქვეყანას ურთიერთობები განიხილა.

წარსული აწმყოში: როგორი იქნება თბილისი 26 მაისს >>

სარქისიანი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს თავისუფლების მოედანზე ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ მიულოცავს და შემდეგ მონაწილეობას მიიღებს მრგვალ მაგიდაში „თანამშრომლობა კეთილდღეობისთვის — მომავალი ასწლეულის სტრატეგია“, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართება.