საქართველო და აზერბაიჯანი: პარტნიორობიდან მასშტაბურ პროექტებამდე

„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში ქართველი და აზერბაიჯანელი პოლიტოლოგებისა და ისტორიკოსების მონაწილეობით გაიმართა ვიდეოხიდი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღეს მიეძღვნა
Sputnik

ისტორიკოსებმა პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკების წარმოშობის წინაპირობებზე ისაუბრეს. დისკუსიაზე გახმოვანდა ბევრი საინტერესო ისტორიული ფაქტი, რომელიც ისტორიულ სახელმძღვანელოებში იშვიათად არის მოხსენიებული.

„ჩემი მეგობარი ისტორიკოსების თქმით, ყოველ წელს ხდება ცნობილი ახალი ფაქტების შესახებ და ყველა ისტორიულ მოვლენას რაღაც ახალი დეტალები ემატება. ეს მათ გადახედვას და გადააზრებას გულისხმობს“, — აღნიშნა ილიას უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა გია სიამაშვილმა.

Пресс-центр Видеомост ко Дню независимости Грузии и Дню Республики Азербайджан

მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი იყო გაერთიანებული ერთ სახელმწიფოდ — ამიერკავკასიის ფედერაციად, რომელიც შეიქმნა 22 აპრილს. მან ცოტა ხანი იარსება — 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა გამოცხადდა, 28 მაისს — აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა.

„რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ საქართველოს და აზერბაიჯანს დამოუკიდებლობა მაშინვე არ მოუპოვებიათ. შეიქმნა ამიერკავკასიის ფედერაცია, თავისი მთავრობით და პარლამენტით. ამიერკავკასიის სეიმი იყო მთავრობა, კომისარიატი — აღმასრულებელი ხელისუფლება“, — განაგრძო თავისი მოთხრობა სიამაშვილმა.

Пресс-центр Видеомост ко Дню независимости Грузии и Дню Республики Азербайджан

თუმცა საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი ცალკეული სახელმწიფოს შემადგენლობაში დიდხანს არ ყოფილან. სიამაშვილის თქმით, ისტორიკოსები ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლის სხვადასხვა მიზეზებს ასახელებენ.

„ამასთან დაკავშირებით ისტორიკოსებს ბევრი თეორია აქვთ. ერთ-ერთ მიზეზად ერთ-ერთი მხარის ტერიტორიული პრეტენზიები სახელდება. სხვა მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ისიც, რომ საქართველო თურქეთთან სამხედრო დაპირისპირების მდგომარეობაში იმყოფებოდა, ამ შემთხვევაში აზერბაიჯანმა ვერავის მხარე ვერ დაიკავა და თანხმობა ვერ მისცა იმაზე, რომ ამიერკავკასიას თურქეთთან ომი დაეწყო. ამის გასაგები მიზეზი არსებობდა — კულტურული და ეთნიკური სიახლოვე და ა.შ. ეს არის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი, რის გამოც დაიშალა ამიერკავკასიის ფედერაცია. მის სუბიექტებს ბევრ საკითხებზე საერთო აზრი არ გააჩნდათ“, — განაცხადა სიამაშვილმა.

ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანმა აზად რზაევმა განაცხადა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ყოველთვის ერთი ისტორიული გზით მიდიოდნენ, ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გამოცხადება სწორედ ტფილისში მოხდა.

„აზერბაიჯანისა და საქართველოს დამოუკიდებლობის თემები განუყოფელია. ჩვენ რთული ისტორიული გზა გავიარეთ. ბევრი რამე საერთო გაგვაჩნია, თუმცა ისტორიული პირობებიდან გამომდინარე განსხვავებებიც გვქონდა. ისტორიაში ბევრი რამ მოწმობს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებს — საქართველოს და აზერბაიჯანს შორის დადებულია ხელშეკრულება და ზოგიერთი ტერიტორიული დავა მშვიდობიანი გზით არის გადაწყვეტილი“, — ხაზგასმით აღნიშნა რზაევმა.

Пресс-центр Видеомост ко Дню независимости Грузии и Дню Республики Азербайджан

ისტორიკოს რიზვან გუსეინოვის თქმით, საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკების თანამშრომლობა გამოიხატება ყველა სფეროში, სამხედროს ჩათვლით. კავკასიის ისტორიის ცენტრის დირექტორის თქმით, ქართველი სამხედროები აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის ფორმირებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ. 

„ათობით ქართველი ოფიცერი ნებაყოფლობით შევიდა აზერბაიჯანის არმიის რიგებში. მის რიგებში ექვსი ქართველი გენერალი მსახურობდა“, — აღნიშნა გუსეინოვმა.

გუსეინოვის თქმით, თანამშრომლობა, რომლის საფუძველი XX საუკუნის დასაწყისში ჩაიყარა, დღესაც გრძელდება. მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს მხარდაჭერით დიდი გეოპოლიტიკურ პროექტებს ახორციელებს, რომლებიც სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველყოფას ემსახურება.

„მათში დიდია აზერბაიჯანის როლი, რომელიც საქართველოზე დაყრდნობით ასეთ მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს. ეს რეგიონის სტაბილურობას ემსახურება და იცავს მას გარეშე ძალების ჩარევისგან, რომლებიც მის მომავალს სხვაგვარად ხედავენ“, — აღნიშნა ისტორიკოსმა.

Пресс-центр Видеомост ко Дню независимости Грузии и Дню Республики Азербайджан

შეხვედრის შედეგების შეჯამებისას, პოლიტოლოგმა სიამაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების ასი წლის იუბილეს აღნიშვნა განსაკუთრებული დღესასწაულია — ქვეყნის ნათელი მომავლის იმედისა და რწმენის ზეიმი.

„მაშინ ყველასათვის ეს დიდი სიხარული იყო. ქართული პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა აირბინა მთაწმინდაზე, ილია ჭავჭავაძის საფლავზე და სიხარულით ყვებოდა იმის შესახებ, რომ ბოლოსდაბოლოს დადგა ის დღე, რომელზეც ასე ოცნებობდა ქართველი ხალხის სულიერი მამა. ამ მოვლენას ბევრი გულისამაჩუყებელი ისტორია უკავშირდება. იყო ძალიან დიდი მოლოდინები, ძალიან დიდი გეგმები იმისა, რომ საქართველო როგორც ამიერკავკასიის კულტურულ-ისტორიული ცენტრი ხალხების სულიერო ერთობისა და გაერთიანების საფუძველი გახდება“, — განაცხადა პოლიტოლოგმა.