პიანისტმა ლუკა ოქროსმა მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ პროექტში

Sputnik

პიანისტმა ლუკა ოქროსმა (ლუკა ოქროსცვარიძემ) მონაწილეობა მიიღო „Sputnik-საქართველოს“ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მუსიკალურ-პოეტურ პროექტში. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ წარდგა მსმენელის წინაშე ახალგაზრდა მუსიკოსი.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღესა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებიდან ას წელს აღნიშნავს. ქვეყნის დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ გამოაცხადა, რომელიც სულ 2,5 წლის განმავლობაში არსებობდა, თუმცა წარუშლელი კვალი დატოვა ქვეყნის ისტორიაში.