„იქიდან გამომდინარე, რომ ვერანაირად ვერ შევძელი ჭეშმარიტების დადგენა, ჩავთვალე საჭიროდ და მანამდეც ვამბობდი, რომ ყველა ბერკეტს გამოვიყენებ ჭეშმარიტების დასადგენად. მივმართე არა მარტო პოლიტიკოსებს, არამედ მთელს საზოგადოებას“, ამბობს სარალიძე.
სარალიძის განცხადებით, პროკურატურა პირდაპირ ცდილობს მის დისკრედიტაციას იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდ წინააღმდეგობას უწევს. მისივე თქმით, პროკურატურის შენობასთან, უცხო პიროვნება მალულად, მობილური ტელეფონით ვიდეოს უღებდა.