გურიაში ვის მოკვლას და ვის დაყაჩაღებას შეეცადა 68 წლის მოხუცი

გამოძიება ყაჩაღობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტებზე მიმდინარეობს
Sputnik

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ოზურგეთში აშშ-ს მოქალაქეზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე 68 წლის მოხუცი გუშინ დააკავეს, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციამ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 11 მაისს სოფელ დვაბზუში, აშშ-ს მოქალაქეს, „მშვიდობის კორპუსის" მოხალისეს, რომელიც ქუჩაში ფეხით გადაადგილდებოდა, დანის მუქარით თანხა გამოძალვას შეეცადა. ქალბატონმა ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. საბედნიეროდ, დამნაშვემ თანხის გამოძალვა ვერ შეძლო.

გარდა ამისა, გამოძიების ინფორმაციით,  ბრალდებულმა 22 მაისს სოფელ შემოქმედში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონოდ შეაღწია და 53 წლის ქალბატონს მოკვლით დაემუქრა.

გამოძიება ყაჩაღობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე და 160-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.