ღამის კლუბი "Bassiani" სპეცოპერაციის შემდეგ

Sputnik

პოპულარული ღამის კლუბი "ბასიანი" (Bassiani) სპეცოპერაციის შემდეგ მედიისათვის პირველად გაიხსნა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოები კლუბიდან

დიდი ხნის განმავლობაში "ბასიანის" სურათების მოპოვება შეუძლებელი იყო. სამაგიეროდ ახლა ჟურნალისტების დიდ ჯგუფს შესაძლებლობა მიეცა შენობის შიგნით შესულიყო და რეპორტაჟი მოემზადებინა.

1 / 7
პოლიციამ ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ კლუბი "ბასიანი" გახსნა
2 / 7
მას შემდეგ, რაც პოლიციამ შენობაში საგამოძიებო ღონისძიებები დაასრულა, მედიის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ პირველად შესულიყვნენ კლუბში
3 / 7
12 მაისის ღამეს თბილისის რამდენიმე ღამის კლუბმა მუშაობა შეწყვიტა სპეცოპერაციის შემდეგ, რასაც ახალგაზრდების პროტესტი მოჰყვა
4 / 7
კლუბის მფლობელებისა და სტუმრების უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილები დაწესებულებების გარეთ დააკავეს, თუმცა სპეცრაზმი მაინც შევიდა ღამის კლუბებში
5 / 7
მიუხედავად იმისა, რომ ღამის კლუბებს ჩვეულ რეჟიმში შეუძლიათ მუშაობა განაგრძონ, "ბასიანის" დამფუძნებლები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ
6 / 7
მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ქმედებებმა კლუბში მყოფების პროტესტი გამოიწვია. მცირედი ხულიგნობისთვისა და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობის გამო დაკავებებს ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია მოჰყვა ახალგაზრდების მხრიდან
7 / 7
ბოლო დრომდე ახალგაზრდებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების ორი თემა იყო წამოჭრილი - 12 მაისის ღამეს დალუქული დაწესებულებების გახსნა და ნარკოპოლიტიკის შემსუბუქება. ამ დროისათვის Bassiani და Cafe Gallery მზად არიან მუშაობა განაგრძონ, ხოლო ნარკოპოლიტიკის საკითხი ჯერ კიდევ განხილვის საგნად რჩება