დანაშაულის შეუტყობინებლობა დასჯადია: დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ხ.მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზესტაფონის რაიონის სოფელ შროშაში 45 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად, იუწყება შსს-ის პრესსამსახური

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 14 მაისს თბილისში, ვაზისუბნის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი ხ.მ.-ს მკვლელობის ფაქტის შესახებ გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია მან სამართალდამცველებს არ შეატყობინა“, — ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ხ.მ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 376-ე მუხლით  მიმდინარეობს.