ახალ ზელანდიაში მინისტრი სატელეფონო ზარის გამო გადადგა

ტრანსპორტის მინისტრმა ამ სატელეფონო ზარით სამოქალაქო ავიაციის წესი დაარღვია
Sputnik

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. ახალი ზელანდიის ტრანსპორტის მინისტრი ფილ ტუაიფორდი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც თვითმფრინავის ბორტზე დარეკა, რაც ავიაციის წესის დარღვევას წარმოადგენს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა New Zealand Herald-ზე დაყრდნობით.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი სექსსკანდალის გამო გადადგა

როგორც გამოცემა წერს, ტუაიფორდმა მაშინ დარეკა, როდესაც თვითმფრინავი ასაფრენად მოემზადა, ამით მინისტრმა სამოქალაქო ავიციის წესი დაარღვია.

„ეს არავის შეშვენის, მით უმეტეს ტრანსპორტის მინისტრს. გულწრფელად ვიხდი ბოდიშს", — განაცხადა ტუაიფორდმა და დასძინა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა, მაგრამ სამოქალაქო ავიაციის საკითხები ტუაიფორდის მოადგილეს, ჯული ენ ჯენტერს გადააბარა.