გენიალური გამოგონება: ინვალიდის ყველგანმავალი სავარძელი, რომელიც აზრის ძალით იმართება

Sputnik

ნოვოსიბირსკელმა ინჟინერმა ივან ნევზოროვმა ინვალიდის სავარძლის მართვის უნიკალური სისტემა შეიმუშავა, რომელიც თავის ტვინის სიგნალებს კითხულობს. ამით ინჟინერმა პლანეტის მილიონობით ადამიანის ოცნება რეალობად აქცია.  

ნევზოროვმა მიმდინარე წლის აპრილში უკვე ჩაატარა მსოფლიოში პირველი ინოვაციური ყველგანმავალი სავარძლის პროტოტიპის ტესტირება, რასაც მეცნიერთა მოზრდილი გუნდი ესწრებოდა. ტესტირებამ აჩენა, რომ სავაძლის მართვა ნამდვილად შეიძლება თავის ტვინის იმპულსებით. 

ეს გამოგონება განსაკუთრებით გაახარებს იმათ, ვინც კისრიდან ქვედა კიდურებამდე არიან პარალიზებული და ამის გამო სავარძლის მართვა თავად არ შეუძლიათ. მთავარი აქ ისაა, რომ თავის ტვინი არ იყოს დაზიანებული და გამართულად მუშაობდეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, სავარძლის ფასი 7-8 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში იქნება.