საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება

ნაკრების მწვრთნელი ამხანაგურ მატჩებში რამდენიმე დებიუტანტის შემოწმებას აპირებს
Sputnik

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დაასახელა 26 მოთამაშის ვინაობა, რომლებიც მალტისა და ლუქსემბურგის გუნდების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში არიან გამოძახებული, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდის შემადგენლობა ოთხი დებიუტანტია. ესე ნი არიან დონეცკის „ოლიმპიკის" მეკარე ზაურ მახარაძე, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, თბილისის „დინამოს" მცველი ლევან ხარაბაძე, ლატვიის „რიგასის" ნახევარმცველი ბექა ვაჩიბერიძე და სლოვაკეთის „ტრენჩინის" ნახევარმცველი გიორგი ბერიძე.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა

ეროვნული გუნდის ვარჯიში ავსტრიის ბად-ჰერინგში გაიმართება, სადაც ფეხბურთელები 26 მაისს ჩავლენ.

პირველ ამხანაგურ შეხვედრას ნაკრები 1 ივნისს მალტის წინააღმდეგ გამართავს (ქალაქი შვაცი, ავსტრია). მეორე ტესტ-მატჩი კი ლუქსემბურგის წინააღმდეგ 5 ივნისს გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები:

გიორგი მაკარიძე, როინ კვასხვაძე, ზაურ მახარაძე.

მცველები:

გურამ კაშია, ჯაბა ჯიღაური, ლევან გეგეჭკორი, საბა კვერკველია, დავით ჩოხოლავა, ლაშა დვალი, გიორგი ნავალოვსკი, ლაშა შერგელაშვილი, ლევან ხარაბაძე.

ნახევარმცველები:

ჯაბა კანკავა, გიორგი აბურჯანია, ოთარ კიტეიშვილი, ვაკო გვილია, ბექა ვაჩიბერიძე, საბა ლობჟანიძე, გიორგი ბერიძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი.

თავდამსხმელები:

ნიკა კაჭარავა, ბუდუ ზივზივაძე, ლადო დვალიშვილი, ბაჩანა არაბული.

„საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს">>

ამხანაგური მატჩები მალტისა და ლუქსემბურგის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების მზადების ნაწილია უეფას ერთა ლიგის ტურნირისთვის, რომელიც ამა წლის სექტემბერში დაიწყება. ამ ტურნირში საქართველოს დაუპირისპირდებიან ყაზახეთის, ანდორისა და ლატვიის გუნდები.

ამჟამად საქართველოს ნაკრებს ფიფას რეიტინგში 95-ე ადგილი უკავია.