ანი ტიტვინიძე: შავი ყოველთვის არის კლასიკა, მით უმეტეს, საქართველოში

ანი ტიტვინიძე საუბრობს იმ ჩვენებაზე, რომელიც ბაქოში ტარდება და რომელშიც თავად იღებს მონაწილეობას, საუბრობს მისი ნაწარმის შესახებ, ამბობს, რომ ყოველდღიურ ტანისამოსზე მუშაობს.
Sputnik

„აზერბაიჯანის „ფეშენ ვიქზე“ საქართველოდან რამდენიმე დიზაინერია წარმოდგენილი და მათ შორის მეც ვარ, ჩემი ყოველდღიური ტანისამოსით „შოუ-რუმში“ წარვსდგები“- განუცხადა ანი ტიტვინიძემ „Sputnik-საქართველოს“.

ანი ტიტვინიძე- მოდის დიზაინერი, დაამთავრა აკადემიის მოდის დიზაინის ფაკულტეტი, მისი ნაწარმი გერმანიაში იყიდება.