ჩატარდება თუ არა საქართველოში საერთაშორისო ტურნირი

თბილისში სამხრეთ ამერიკის ახალგაზრდული ნაკრებების მონაწილეობით ტურნირის ჩატარების ინიციატივით გამოვიდნენ
Sputnik

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. თბილისში 2018 წლის შემოდგომაზე იგეგმება ბრაზილიის, არგენტინის, ურუგვაის, პარაგვაის, რუსეთის და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების (U-21) მონაწილეობით საფეხბურთო ტურნირის გამართვა, ვიდეოხიდზე განაცხადა საქართველოში არგენტინის სახლის თავმჯდომარემ ნიკოლოზ პატარქალიშვილმა.

ვიდეოხიდი თბილისი-მოსკოვი „ფეხბურთი  — მშვიდობისა და მეგობრობისათვის“ „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა ვეტერანი ფეხბურთელი, თბილისის „დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლეგენდარული მცველი რევაზ ძოძუაშვილი და მოქანდაკე მერაბ გაგლოევი.

Пресс-центр Видеомост Тбилиси-Москва: Футбол во имя мира и дружбы

პროექტს „ფეხბურთი, როგორც ეპოქების კავშირი მშვიდობისა და მეგობრობისთვის" მხარი დაუჭირეს საქართველოს პოლიტიკოსებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და სპორტსმენებმა. პროექტის ფარგლებში გამართული საფეხბურთო ტურნირი ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელებს მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნას მიეძღვნება.

„ჩვენ გვაქვს პროექტი, რომლის მიზანია კულტურის, სპორტის, ტურიზმის სფეროში კავშირების და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დამყარება სამხრეთ ამერიკის ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ბრაზილია, არგენტინა, პარაგვაი და ურუგვაი. ამ ურთიერთობების ხიდს ზემოხსენებული ქვეყნების, ასევე საქართველოს და რუსეთის ნაკრებების მონაწილეობით საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი წარმოადგენს“, — განაცხადა პარატქალიშვილმა.

Пресс-центр Видеомост Тбилиси-Москва: Футбол во имя мира и дружбы

მოსკოვის მხრიდან ვიდეოხიდში მონაწილეობდნენ რუსეთში 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ქალაქ სოჭის ელჩი, ფეხბურთში სპორტის დამსახურებული ოსტატი ევგენი ლოვჩევი და მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის სახელობის საფეხბურთო ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი სერგეი იოანესიანი.

„ეს ძალიან საინტერესო პროექტია, რომლის შესახებ პირველად 2013 წელს შევიტყვე. თავიდანვე შევაფასე ამ ღონისძიების გლობალურობა. და ამაში ნიკოლოზის დამსახურებაა, რომელის ფართე მიდგომის მომხრეა. მითუმეტეს, რომ საუბარია ასეთი შესანიშნავი ოსტატების ხსოვნაზე, როგორიც მესხი და მეტრეველი არიან. ეს ტურნირი ემსახურება იმას, რომ აღდგეს მემკვიდრეობითობა და ახალგაზრდა თაობამ მსოფლიო ნაკრების ამ ფეხბურთელებზე იცოდეს“, — აღნიშნა იოანესიანმა.

Член организационного комитета футбольного турнира памяти Михаила Месхи и Славы Метревели Сергей Иоаннесян

ვიდეოხიდზე განიხილებოდა საკითხი თბილისში სკულპტურული კომპოზიციის დადგმის შესახებ, რომელზეც გამოსახული იქნება მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, გიორგი სიჭინავა, ანზორ კავაზაშვილი და პელე. კომპოზიცია შეიქმნება 1965 წლის ცნობილი ფოტოს საფუძველზე, რომელზეც ეს ფეხბურთელები მოსკოვში სსრკ-ის და ბრაზილიის ნაკრებების მატჩის (3:0) შემდეგ არიან გადაღებული.

Проект скульптурной композиции

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტია. ჩვენც ჩართულები ვართ. ყველაფრის საყრდენია ისტორია — ჩვენს შემდეგ რჩება მხოლოდ ხსოვნა. სხვა არაფერი. მეხსიერებაში დამრჩა ის მატჩი სსრკ-ის და ბრაზილიის ნაკრებებს შორის. მოგვიანებით გავიგე, რომ არსებობს ფოტო, რომელზეც ოთხი ქართველი ფეხბურთელი და პელე არიან გამოსახული. იყო კიდევ მეხუთე ქართველი — სემა ბარკაია, რომელიც იმ მატჩის მეორე ტაიმში შეცვალეს. მე ვფიქრობ, რომ ამ სკულპტურულ კომპოზიციაში ისიც უნდა ჩავრთოთ, რადგან ერთი დიდი საფეხბურთო ოჯახი ვართ. მომხრე ვარ, რომ ამ დიდი ძეგლის დასადგმელად მივიდეთ ნებისმიერ ხელისუფალსა და ადამიანებთან, რომლებსაც შეუძლიათ დახმარება ამ საკითხში“, —  განაცხადა ევგენი ლოვჩევმა.

Заслуженный мастер спорта по футбол, посол Сочи на Чемпионате мира по футболу – 2018 Евгений Ловчев

პატარქალიშვილის თქმით, ტურნირის ჩატარების შესახებ ინფორმაცია გააჩნიათ „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს და თბილისის მერს კახა კალაძეს.