58 წლის მამაკაცმა 12 წლის გოგონაზე იძალადა

ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა. მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. რუსეთში სარატოვის ოლქის ქალაქ ბალაკოვოში სანტექნიკოსებმა ადგილობრივი მცხოვრები დააკავეს, რომელიც 12 წლის გოგონას გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости საგამოძიებო კომიტეტის საოლქო სამმართველოზე დაყრდნობით.

გამოძიების ინფორმაციით, გუშინ, დღისით, 58 წლის მამაკაცი 12 წლის გოგონას შეჰყვა სადარბაზოში და შემდეგ ლიფტში, სადაც გააუპატიურა ის. ამ დროს სადარბაზოში სანტექნიკოსები მუშაობდნენ. მათ მოძალადე დააკავეს და პოლიციას გადასცეს. ეჭვმიტანილმა უკვე აღიარა დანაშაული.

მამაკაცს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.